ლავროვი:  უკრაინას მხოლოდ ისეთი იარაღი უნდა ჰქონდეს, რომელიც რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით,  მოსკოვი მზად არის, უკრაინაში იმ ტიპის იარაღზე შეთანხმდეს, რომელიც რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამის შესახებ მან РБК-სთან საუბარში თქვა.

“უკრაინაში არ შეიძლება, იყოს იარაღი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას. ჩვენ მზად ვართ, კოორდინაცია გავუწიოთ იმ ტიპის იარაღს, რომელიც ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ასპექტი უნდა გადაწყდეს ნატო-ში კიევის, შესაძლო წევრობის მიღმაც, რადგან წევრობის გარეშეც დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, უკრაინას თავდასხმითი იარაღი მიაწოდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები