13 800 სამხედრო, 430 ტანკი, 84 თვითმფრინავი – უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების დანაკარგს ასაჯაროებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკლისს აქვეყნებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 21-ე დღეს, საოკუპაციო ჯარების დანაკარგებმა, წინასწარი გათვლებით, 13 000 ადამიანს გადააჭარბა.

უწყების ცნობით, ოკუპანტების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 16 მარტამდე, სავარაუდოდ, შეადგენს:

პერსონალი – 13 800 ათასი ადამიანი,
ტანკები – 430
დაჯავშნილი საბრძოლო მანქანები – 1 375
საარტილერიო სისტემები -190
MLRS – 70
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 43
თვითმფრინავი – 84
ვერტმფრენები – 108
გემები / ნავები – 3
საწვავის ავზები – 60
ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 11
სპეციალური აღჭურვილობა – 10
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები