აშშ-ში რუსეთისთვის ტოტალური სავაჭრო ემბარგოს დაწესების საკითხს განიხილავენ

აშშ რუსეთისათვის სავაჭრო ემბარგოს დაწესების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა CNBC აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილის, უოლი ადეიემოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ასევე, განიხილება რუსეთისათვის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე წვდომის ბლოკირება.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები განიხილავს რუსული ნიკელის, ურანის და ალუმინის იმპორტზე შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას და რუსეთისთვის კრიპტოვალუტით ტრანზაქციების შემცირებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები