აბრამოვიჩი რუსეთში დაბრუნდა

რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი მოსკოვში საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩი მოსკოვში თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან გადაფრინდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ბრიტანეთის ხელისუფლებამ შვიდ რუს ბიზნესმენს, მათ შორის, აბრამოვიჩს მკაცრი სანქციები დაუწესა, კერძოდ, მათ ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა და მათი საბანკო ანგარიშები გაყინულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები