ეუთო-ს თავმჯდომარე: ის, რაც უკრაინაში ხდება, სახელმწიფო ტერორიზმია

ეუთო-ს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ავიადარტყმებს “სახელმწიფო ტერორიზმი” უწოდა.

მისი თქმით, რუსეთი საერთაშორისო შეთანხმებებით აკრძალულ იარაღს იყენებს.

“სამწუხაროა, სამარცხვინოა და სახელმწიფო ტერორიზმის ტოლფასია. სკოლების, საავადმყოფოებისა და საბავშვო ბაღების მიზანმიმართული დაბომბვა მიმდინარეობს, საერთაშორისო დონეზე აკრძალული იარაღით”, – განაცხადა ეუთო-ს ხელმძღვანელმა.

დიპლომატმა რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდა.

რაუ ასევე ელოდება, რომ მოსკოვი შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები