უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმის კიდევ 30 დღით გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი უმაღლეს რადას წარუდგინა.
დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 05:30 საათიდან 05:30 საათამდე, 26 მარტიდან 30 დღის ვადით.
უკრაინაში პირველად საომარი მდგომარეობის რეჟიმი 24 თებერვალს 30 დღით ამოქმედდა – მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ “სპეცოპერაცია დაიწყო”.