რუსეთში ჟურნალისტს, რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, ადვოკატები ვერ პოულობენ
რუსეთის პირველი არხის დაკავებულ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, ადვოკატები ვერ პოულობენ. ამის შესახებ იუწყება პორტალი OVD-Info, რომელიც რუსეთში აღიარებულია, როგორც “უცხოური აგენტი”.
“არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!” – ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში შევიდა.