ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი მზად არის, საკუთარ სახლში უკრაინელი ლტოლვილები მიიღოს

ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი, გრანტ შაპსი მზად არის, უკრაინელ ლტოლვილებს საკუთარ სახლში უმასპინძლოს.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელი ოჯახი განვიხილავდით უკრაინაში შექმნილ დამანგრეველ ვითარებას და დღესვე ვუერთდებით ბრიტანულ ოჯახებს უკრაინელებისთვის თავშესაფრის შეთავაზებაში, სანამ სამშობლოში მათი დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება”, – დაწერა მინისტრმა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა დღეს განაცხადა, რომ, 12 მარტის მდგომარეობით, ბრიტანეთმა უკრაინის მოქალაქეებზე, სულ მცირე, 3000 ვიზა გასცა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ლტოლვილების განთავსების სქემა შეიმუშავა, რომლის მიხედვით ოჯახებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს საკუთარ სახლში ერთ ოთახს მაინც გამოუყოფენ, სულ მცირე, 6 თვის ვადით, თვეში 350 ფუნტს (დაახლოებით 450$) გადაუხდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები