Pfizer-ი რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს

Pfizer seen in Cambridge, Massachusetts, on Oct. 5, 2018. (Ruby Wallau for STAT)

 

ამერიკული  ფარმაცევტული კომპანია – Pfizer-ი  რუსეთში ინვესტიციების ჩადებაზე, ასევე, ქვეყანაში კლინიკურ ცდებზე უარს აცხადებს.

ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ რუსეთში მედიკამენტების მიწოდებას გააგრძელებენ, თუმცა, მიღებული თანხა უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე იქნება მიმართული.

“Pfizer-მა დაასკვნა, რომ რუსეთში მედიკამენტების მიწოდების ნებაყოფლობითი შეჩერება პირდაპირ არღვევს ჩვენს ფუძემდებლურ პრინციპს, რომ, თავდაპირველად, პაციენტების ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული. მედიკამენტების მიწოდების შეწყვეტა გამოიწვევს მნიშვნელოვან ტანჯვას და პაციენტების პოტენციურ გარდაცვალებას, განსაკუთრებით, ბავშვებსა და ხანდაზმულებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც აღინიშნება, “რუსეთისთვის მედიკამენტების მიწოდება არ ნიშნავს, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ბიზნესის წარმოებას. დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამიერიდან Pfizer-ი რუსული განყოფილებიდან მიღებულ მთელ შემოსავალს უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას მოახმარს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები