ჩერნიგოვოში დაბომბვის შედეგად გაზის მიწისქვეშა საცავი დაზიანდა

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქში მდებარე „ოლიშევსკის“ გაზის მიწისქვეშა საცავი დაბომბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ნავტოგაზ უკრაინა” ავრცელებს.

“ჭურვი გაზის მიწისქვეშა საცავის ტერიტორიაზე არსებულ შენობას მოხვდა. დაზიანებულია სატუმბი სადგური, რომელიც გაზის შემგროვებელ პუნქტს მეთანოლს აწვდის. თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ არის. ობიექტზე გაგრძელდება დაგეგმილი პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინაში გაზის სულ 12 მიწისქვეშა საცავია, რომელთა საერთო მოცულობა 30 მილიარდ კუბურ მეტრამდეა. ოლიშევსკის სიმძლავრე, დაახლოებით, 0,3 მილიარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები