კრემლი: არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ კადიროვი უკრაინაში იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლს არ აქვს ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი უკრაინაში “სპეცოპერაციის ზონაში” იმყოფება.

„ის, ჩემი აზრით, პირდაპირ არ ამტკიცებდა, რომ იქ იმყოფებოდა. ამის პირდაპირი მტკიცებულება არ ყოფილა, ამიტომ გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციას“, – თქვა მან.

პესკოვმა განმარტა, რომ კრემლს არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში “რუსული სპეცოპერაციის ტერიტორიაზე” კადიროვის ყოფნის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები