კიევში რუსული რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

 

კიევში, კურენევკას რაიონში რუსული რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ექვსი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ სელში კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.

მანამდე, გახდა ცნობილი, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე, კიევის მახლობლად ოკუპანტის რაკეტა ჩამოაგდეს, რომლის ფრაგამენტებიც კურენევკას რაიონშია ჩამოვარდნილი.

კლიჩკოს ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

“მთლიანად განადგურებულია ტროლეიბუსი, რომელშიც მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ახლოს მდებარე შენობებსა და კომერციულ სივრცეებში მინებია ჩამსხვრეული. ადგილზე ექიმები და მაშველები მუშაობენ”, – წერს კლიჩკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები