უკრაინის 13 რეგიონში სასწავლო პროცესი განახლდა

უკრაინის 13 რეგიონში სასწავლო პროცესი განახლდა – ის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო შეჩერდა.

ამის შესახებ უკრაინის განათლების მინისტრმა, სერგეი შკარლეტმა განაცხადა.

მისი თქმით, “საგანმანათლებლო პროცესის ფორმა დამოკიდებულია უსაფრთხოებაზე თითოეულ რეგიონსა და ტერიტორიულ თემში, ასევე, შეთანხმებული უნდა იყოს სამხედრო ადმინისტრაციასთან“.

მინისტრმა დასძინა, რომ კიდევ რვა რეგიონში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ არის დაწყებული, 4 რეგიონში კი სწავლა შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები