ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთში უცხოური მანქანების ექსპორტი აკრძალოს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, რუსეთში 50 000 ევროზე მეტი ღირებულების უცხური ავტომობილების ექსპორტი აიკრძალოს.

ამის შესახებ Bloomberg-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

აკრძალვა შესაძლოა, შეეხოს Audi-ს, BMW-ს, Mercedes-ს, Ferrari-ს და Porsche-ს.

შეზღუდვები შესაძლოა, შეეხოს გემებსა და თვითმფრინავებს, ასევე, 5000 ევროზე მეტი ღირებულების მოტოციკლებსაც.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ბევრმა ევროპელმა ავტომწარმოებელმა რუსეთთან თანამშრომლობა ნებაყოფლობით შეაჩერა.

Bloomberg ასევე წერს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, სანქციები რომან აბრამოვიჩს დაუწესოს.

გარდა ამისა, სანქციების სიაში მოხვედრის საფრთხე ემუქრება Yandex-ის მმართველ დირექტორს, დირექტორთა საბჭოს წევრ ტიგრან ხუდავერდიანს და მაგნიტოგორსკის რკინისა და ფოლადის საწარმოს მფლობელ ვიქტორ რაშნიკოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები