“მომდევნო 2-3 კვირა უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება” – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, მომდევნო 2-3 კვირა უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.
ამის შესახებ მან ტელეარხ 24-ის ეთერში თქვა.
დენისენკომ აღნიშნა, რომ ოკუპანტები ყველაფერს გააკეთებენ მარიუპოლის ასაღებად, ამის შემდეგ კი შესაძლოა, აღმოსავლეთში გადაინაცვლონ, სადაც სამხედრო ჯგუფის განადგურებას შეეცდებიან.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს მოძრაობა შევაჩეროთ, ხელი შევუშალოთ მათ ამის გაკეთებას და ვაიძულოთ, აწარმოონ სახმელეთო ბრძოლა, სადაც ისინი აგებენ“, – განაცხადა დენისენკომ.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღება.