ყაზახეთის პროკურატურა: იანვრის არეულობის დროს ქვეყანაში 230 ადამიანი დაიღუპა
ყაზახეთში, იანვრის არეულობის შედეგად, 230 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, ბერიკ ასილოვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 19 ძალოვანია.
პროკურორის განმარტებით, ყველაზე მეტი დაღუპულია ალმათიში – 139 პირი.
„დადგინდა, რომ ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმის მოგერიებისას და წესრიგის დამყარების დროს ლიკვიდირებულია 86 ადამიანი. 53-ის გარდაცვალების გარემოება დგინდება. ისინი ნაპოვნი არიან ქალაქის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის, 48 ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ორი დანით, სამი სხვადასხვა დაზიანებითა და დამწვრობით“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ქვეყნის დანარჩენ შვიდ რეგიონში 63 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია აკიმათების, პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის დეპარტამენტის შენობების დაცვისას.
„დღეს დანამდვილებით ვიცით 20 მოქალაქის უნებლიე დაღუპვის შესახებ. მათგან 11 ალმათიში, რვა – ალმათის რეგიონში და ერთი – ქალაქ ტარაზში”, – თქვა პროკურორმა.