კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმებს 2 ადამიანი ემსხვერპლა
დონეცკის ოლქში, ქალაქი კრამატორსკში რუსი ოკუპანტების მხრიდან დაბომბვას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქალაქის მერი, ოლეკსანდრ გონჩარენკო ავრცელებს.
“კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა”, – წერს გონჩარენკო.
ინფორმაციასთან ერთად, გონჩარენკო შემთხვევის ადგილის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც აფეთქების შედეგად გაჩენილი კრატერი ჩანს.