რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი დაიწყო

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი ონლაინრეჟიმში დაიწყო.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა დაწერა.

“მოლაპარაკებები. მე-4 რაუნდი. მშვიდობის, ცეცხლის შეწყვეტის, ჯარის დაუყოვნებლივი გაყვანის და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. რთული საუბარია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ათვითცნობიერებს საკუთარი აგრესიული ქმედებების აბსურდულობას, მაინც რჩება ილუზიის ტყვეობაში, რომ მშვიდობიან ქალაქებზე 19-დღიანი ძალადობა – სტრატეგიის სწორი არჩევანია”, – დაწერა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები