გოკა გაბაშვილი: ვასილ მაღლაფერიძის განცხადება აბსურდია, მის სინდისზე იყოს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი გოკა გაბაშვილი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას 2007 წლის 4 ნოემბერს გამართული თათბირის შესახებ სიცრუეს უწოდებს. გაბაშვილის თქმით, მაღლაფერიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ერთად ესწრებოდნენ თათბირს, სადაც რაიმე სახის დარბევა დაიგეგმა, პოლიტიკურად მოტივირებული ცრუ ჩვენებაა.
„ვანო მერაბიშვილმა გუბერნატორები და მინისტრები, მაგალითად, კულტურის მინისტრი, ერთად შეკრიბა და რაიმე სახის დარბევაზე ლაპარაკობდა – ეს არის აბსურდი, სრული მტკნარი ტყუილი და მის სინდისზე და ნამუსზე იყოს”,- განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვასილ მაღლაფერიძემ 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირი გაიხსენა, რომელსაც, მისივე ცნობით, მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. მაღლაფერიძე აცხადებს, რომ გუბერნატორებმა და მინისტრებმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, თუ როგორ უნდა გასწორებოდნენ აქციის მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები