თამთა მეგრელიშვილი ხაბეიშვილს: ხვალ ველი, შენს პასუხს ამოიღე ამ ქვეყნების ფოტომასალა, ფურცლების და ფოტოების ფრიალი მაინც შენი სტიქიაა; არ დაგავიწყდეს, მიაწერე – “რუსეთუმეა” – სერბეთი; ბულგარეთი; ბუდაპეშტი

,,საჭირო ეტაპების გასავლელად
(EBRD-მა) მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება დროებით შეაჩერა
რაც ოპოზიციონერმა “ტროლმა” ხაბეიშვილმა პროექტის ჩავარდნად გადათარგმნა და თან გაუხარდა, ის ხომ კახა კა­ლა­ძეს 170 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწყვეტას მხოლოდ იმ მოტივით სთხოვს, რომ შემსრულებელი რუ­სული კომ­პა­ნი­აა.” – ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

როგორც მეგრელიშვილი წერს, ამ კომპანიით ისარგებლეს წამყვანმა ქვეყნებმა – როგორიც არის ბუდაპეშტი; სერბეთი; ბულგარეთი.

,,თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, იმ უმნიშვნელოვანეს პროექტთაგან ერთ – ერთია რომელიც აუცილებლად განხორციელდება.
თბი­ლი­სის მეტ­როს მო­დერ­ნიზებისთვის170 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ხელ­შეკრუ­ლე­ბა უკვე გაფორმებულია.

სხვა საჭირო ეტაპების გასავლელად
(EBRD-მა) მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება დროებით შეაჩერა
რაც ოპოზიციონერმა “ტროლმა” ხაბეიშვილმა პროექტის ჩავარდნად გადათარგმნა და თან გაუხარდა, ის ხომ კახა კა­ლა­ძეს 170 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწყვეტას მხოლოდ იმ მოტივით სთხოვს, რომ შემსრულებელი რუ­სული კომ­პა­ნი­აა.

და მაინც, ამ რუსული კომპანიით ისარგებლეს წამყვანმა ქვეყნებმაც:
ბუდაპეშტი 2016-2017 წ – 222 მეტროს ვაგონი;
სერბეთი 2012-2016 წ – 39 რელსიანი ავტობუსი;
2012-2016 წ ორვაგონიანი მატარებელი (დიზელზე)
ბულგარეთი 2013 წ – 30 მეტროს ვაგონი
2020-2023წ სრული მოდერნიზაცია 48 ვაგონის
ყველა ეს დაკვეთა შეასრულა სს “მეტროვაგონმაშ- მა.
ყველა ქვეყანა ჩამოთვლილთაგან რუსეთუმეა?!
აბა ხვალ ველი შენს პასუხს ხაბეიშვილო ამოიღე ამ ქვეყნების ფოტომასალა, ფურცლებისა და ფოტოების ფრიალი მაინც შენი სტიქიაა.
არ დაგავიწყდეს მიაწერე “რუსეთუმეა”
მაგ: სერბეთი- რუსეთუმეა!
ბულგარეთი- რუსეთუმეა!
ბუდაპეშტი.” წერს მეგრელიშვილი facebook -ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები