„ხერსონი – ეს უკრაინაა“ – ამ ლოზუნგით ხერსონში რამდენიმე ათასი ადამიანი მშვიდობიან აქციაზე გამოვიდა. მოგვიანებით კი ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.
აღნიშნულ ინფორმაციას თვითმხილველი ელენა კოზაკი ავრცელებს.
ადგილობრივებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით: „სახლში, სახლში სანამ ცოცხალი ხარ“, „დიდება უკრაინას – სიკვდილი მტერს“, „ხერსონი ეს უკრაინაა“.