იავორის პოლიგონზე დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა 

იავორის პოლიგონზე ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 134 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლვოვის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.

„საერთაშორისო ცენტრის ტერიტორიაზე ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია, სპეციალისტები აღნიშნული ტერიტორიის დათვალიერებას ახორციელებენ“,- განაცხადა კოზიცკიმ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ინფორმაცია 9 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა 30-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა და გარკვეული რაოდენობის რაკეტების ჩამოგდება მოხერხდა. ამ დროისთვის ხორციელდება ნანგრევების დაშლა და ხანძრის ჩაქრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები