მელიტოპელის მერის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად ზელენსკი დახმარებას მსოფლიოს სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ ტყვედ აყვანილი მელიტოპელის მერის, ივან ფიოდოროვის გათავისუფლებაში დახმარებას მსოფლიო ლიდერებს სთხოვს.

„დილიდან უკრაინულ მელიტოპოლში ხალხი შეიკრიბა რუსული არმიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. სამი ათასზე მეტი ადამიანია შეკრებილი მოედანზე. გაიგეთ, გთხოვთ, მანდ მოსკოვში. თუკი მელიტოპოლში ოკუპანტების წინააღმდეგ სამი ათასი ადამიანი გამოდის, მაშინ რამდენი უნდა გამოვიდეს ომის წინააღმდეგ, რათა სამართალი დადგეს. გუშინ ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს ქალაქ მელიტოპოლის მერი ფიოდოროვი. ქალაქის საზოგადოება მის გათავისუფლებას ითხოვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მადლობას ვუხდი თითოეულ მელიტოპოლელს ასეთი წინააღმდეგობისთვის. ოკუპანტებმა უნდა დაინახონ, რომ ისინი უცხოები არიან ჩვენს მიწაზე. მუდმივად ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ვითარებასთან დაკავშირებთ. მოთხოვნა უბრალოა – დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ტყვეობიდან.

ჩვენ მივმართავთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, მოსკოვთან მოსაუბრე – საფრანგეთს, გერმანიას, ისრაელს და სხვებს“,- განაცხადა ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები