ბაიდენი: რუსეთს „ძვირი“ დაუჯდება თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ რუსეთს „ძვირი“ დაუჯდება თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„მე არ ვაპირებ საუბარს დაზვერვაზე, მაგრამ რუსეთს „ძვირი“ დაუჯდება თუკი ის ქიმიურ იარაღს გამოიყენებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის, ჯერჯერობით, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ რუსეთი აპირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, „თეთრი სახლი“ – კერძოდ კი, პრესმდივანი, იენ პსაკი ამბობს, რომ ეს იარაღი შესაძლოა ომში გამოყენებულ იქნეს.