ტუსკი იმ ქვეყნებს აკრიტიკებს, რომლები მიიჩნევენ, რომ სანქციები ევროპას ძვირი დაუჯდება
ევროსაბჭოს ყოფილმა პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს აკრიტიკებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ევროპას ძვირი დაუჯდება.
ტუსკმა „ტვიტერზე” უკრაინელი გოგოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს და თან ტკბილეულს ჭამს: „გთხოვთ, არ უთხრათ მას, რომ უფრო ძლიერი სანქციები ძვირად დაუჯდება ევროპას“, – მიაწერა ფოტოს აღწერაში ტუსკმა.
Just don’t tell her please that tougher sanctions would be too expensive for Europe! pic.twitter.com/dJUGPMzPZX
— Donald Tusk (@donaldtuskEPP) March 11, 2022