კახა ლომაია: რა არჩევანი დარჩება საქართველოს მოსახლეობას?
„პოლიტიკური დევნის ესკალაციაში ყველაზე სახიფათო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შექმნილი საფრთხეა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გენერალური ასამბლეისა და გაერთიანებული ერების უფროსი ოფიცერი პოლიტიკურ საკითხებში კახა ლომაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. „კვირა“ კახა ლომაიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“ივანიშვილი სულ უფრო მეტ საჯარო მოხელეს და პოლიტიკოსს აბამს ამ დანაშაულის ფერხულში (esprit de corps). როდესაც მოვა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარების დრო (არადა, ხომ აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ ეს დრო მოვა!), ის ამ ხალხს დაიბარებს და კითხვას, “მე არ გამიჭირდება უსაფრთხო ადგილის პოვნა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, თუ არჩევნები მოიგეს, ესენი თქვენ რას გიზამენო”. ადვილი წარმოსადგენია, რომ პირველი, რაც თვალწინ დაუდგება ამ მასას, არის ბაჩო, ვანო, გიგი, სხვა პოლიტპატიმრები გისოსებს მიღმა და ბრალწაყენებული პრეზიდენტი. პაუზის შემდეგ, ივანიშვილი დაამატებს, “ხომ წარმოიდგინეთ? ახლა კი, გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს არ მოხდესო”. რა არჩევანი დარჩება საქართველოს მოსახლეობას?“, – წერს კახა ლომაია.