რუსეთი დონბასში ახლო აღმოსავლეთიდან 16 ათასზე მეტ მოხალისეს გაგზავნის
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 16 ათასზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში დონეცკისა და ლუგანსკის დასახმარებლად.
ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა.
„უამრავ შეტყობინებას ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისეებისგან, რომლებსაც სურთ, ლუგანსკსა და დონეცკში ჩავიდნენ და მიიღონ მონაწილეობა იმაში, რასაც ისინი “განმათავისუფლებელ მოძრაობას” უწოდებენ. მსურველთა ყველაზე დიდი რაოდენობაა ახლო აღმოსავლეთიდან: 16 ათასზე მეტი განაცხადია”, – თქვა შოიგუმ.
მისივე თქმით, „მართებული იქნება დადებითად ვუპასუხოთ ამ განაცხადებს, მით უმეტეს, რომ ისინი ფულის გამო არ შემოდის, არამედ ამ ადამიანების ჭეშმარიტი სურვილით“.
შოიგუს თქმით, “ამ მოხალისეებიდან ბევრი ბოლო 10 წლის განმავლობაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძოდა”.