უკრაინაში შექმნილი ვითარება არ უნდა გადაიზარდოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის ომში, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN Turk-თან საუბარში.
“ნატო მკვეთრად რეაგირებდა რუსეთის მოქმედებებზე. წვრთნები ჩავუტარეთ ათიათასობით უკრაინელ ჯარისკაცს. ეს ომი არ უნდა გადაიზარდოს ნატო-რუსეთს შორის ომში, რადგან ეს გამოიწვევს უამრავ მსხვერპლს”, – განაცხადა მან ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში.
სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ ალიანსი ყველა მოკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ელოდება.
“დიახ, ჩვენ ველოდებით, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე სანქციებს დააწესებს, ჩვენ შეგვიძლია, ვაიძულოთ რუსეთი, გადაიხადოს ფასი. მე ასევე ვაცნობე ამის შესახებ ბატონ ჩავუშოღლუს”, – თქვა მან.