ირმა ინაშვილი: ნატო-ს კარიც ღიაა და ევროკავშირის კარიც ღიაა, მაგრამ ჩვენ ამ კარში ვერ შევდივართ

ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ტყუილსა და თვალთმაქცობას საზღვარი არ აქვს! რომ საქართველოც, უკრაინაც და ბევრი სხვაც საჭადრაკო ფიგურებადაა მოაზრებული ერთმანეთთან მოჭიდავე იმპერიებისთვის, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით წერს.

”ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რიუტე: “ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ ნიდერლანდები და უკრაინა მხარდამხარ დგანან, მაგრამ ისეთი რამ, როგორიცაა ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, არ არსებობს!”

ვერსალში ევროკავშირის სამიტმა დაჩქარებულ გაწევრიანებაზე საქართველოსაც, უკრაინასაც და მოლდოვასაც უარი უთხრა! აი, ამ სისულელესა და ტყუილში ცხოვრება ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს?!

ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ტყუილსა და თვალთმაქცობას საზღვარი არა აქვს! რომ საქართველოც, უკრაინაც და ბევრი სხვაც… საჭადრაკო ფიგურებადაა მოაზრებული ერთმანეთთან მოჭიდავე იმპერიებისთვის.

არა, ნატო-ს კარიც ღიაა და ევროკავშირის კარიც ღიაა, მაგრამ ჩვენ ამ კარში ვერ შევდივართ,” – წერს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები