“ხელისუფლება და ოპოზიცია ერთნი ვართ უკრაინის გარშემო” – პოროშენკომ ზელენსკის თანადგომა გამოუცხადა
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანადგომას უცხადებს.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.
“მხარს ვუჭერთ ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას და ამჟამად ერთიანობას ვავლენთ. ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება და ოპოზიცია, ჩვენ, ყველა ვართ გაერთიანებული უკრაინის გარშემო და ყველანი ვიცავთ ჩვენს ხალხს. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს მეექვსე პრეზიდენტს, მოლაპარაკებების, შეხვედრების, ყველა ძალისხმევის დროს იმიტომ, რომ ამ გზით ჩვენ შევძლებთ პუტინის დამარცხებას“, – თქვა პოროშენკომ.