რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შვეიცარიის მოქალაქე, საერთაშორისო ამბების ჟურნალისტი დაჭრეს

რუსმა სამხედროებმა შვეიცარიის მოქალაქე, საერთაშორისო ამბების ჟურნალისტი, გიიომ ბრიკე დაჭრეს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის კიროვოგრადიდან მიკოლაივის ოლქის მიმართულებით, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ბრიკე ამბობს, რომ მის მანქანას საერთაშორისო პრესის სტიკერი ჰქონდა, თუმცა რუსმა სამხედრო პირებმა ის მაინც გააჩერეს, გაძარცვეს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ბრიკე ამბობს, ის 20 წელიწადზე მეტია, რაც თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხელ წერტილებს აშუქებს, ამზადებს რეპორტაჟებს ცნობილი საინფორმაციო სააგენტოებისთვის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი უკრაინას ეწვია. ბრიკე გასულ წლებში აქტიურად აშუქებდა „მაიდნისა“ და დონბასის მოვლენებსაც. ის უკრაინაში ომის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, საერთაშორისო პრესკარტით ჩავიდა, ამჟამად კი ჩერნობილის ზონის შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები