შსს-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ოპერაციების განყოფილების უფროსს – კლაივ ტროტს და მეკავშირე ოფიცერ მარის დომინსს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, კლაივ ტროტს მისიის ვადა ამოეწურა და საქართველოს უახლოეს მომავალში დატოვებს. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კლაივ ტროტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები