ანტონ გერაშჩენკო: რუსული სარდლობა უკრაინაში მოკლულ თანამებრძოლთა ცხედრებს ორმოებში წვავს

რუსული სარდლობა უკრაინაში მოკლული ოკუპანტების ცხედრების ორმოებში დაწვას იწყებს, – ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, ჩაპლინკაში, ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, 9 მარტს ხერსონსა და ნიკოლაევში დაღუპული 50-მდე რუსი ჯარისკაცის ცხედარი ორმოში ჩაყარეს და დაწვეს.

“ადგილობრივებმა ჰკითხეს, რატომ აკეთებენ ამას, მათ უთხრეს, რომ აკრძალულია ცხედრების რუსეთში გაგზავნა“, – წერს გერაშჩენკო თავის Telegram არხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები