ერევანში რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
ერევანში, რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების შენობებთან უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შეჭრის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
როგორც მედიას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აიკ ბაბუხანიანმა განუცხადა, „აქცია ორგანიზებულია სომხეთის პატრიოტული ძალების, მათ შორის, მოძრაობა „ძლიერი სომხეთი რუსეთთან. ახალი ალიანსისთვის” და ანტინაცისტური ფრონტის მიერ”.
მისი თქმით, რუსეთის გეგმა უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, მიზნად ისახავს “უკრაინაში ყველაფრის წაშლას, რაც დაკავშირებულია ნაციზმთან, ნაცისტურ იდეოლოგიასთან”.
ბაბუხიანის თქმით, „დემოკრატიის ამერიკული მოდელი – ნაციზმის დღევანდელი გაგრძელებაა“.
მისი თქმით, “30 წელია, ვაშინგტონი ცდილობს მსოფლიოს საკუთარი, ეგრეთ წოდებული ფასეულობები მოახვიოს თავს და ეგრეთ წოდებული ამერიკული დემოკრატია, რომელიც 30 წელია, მთელ მსოფლიოში ქაოსსა და ნგრევას იწვევს… ქვეყნებს და ხალხებს, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ შეერთებული შტატების და მოკავშირეების პოლიტიკას, თავს დაესხნენ, მოხდა აგრესია, დაბომბვა“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.