რუსეთის მოქალაქეების, უკრაინაში არსებული საკუთრება კონფისკაციას დაექვემდებარება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “რუსეთის ფედერაციისა და მისი მცხოვრებლების უკრაინაში არსებული საკუთრების იძულებითი ჩამორთმევის” შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

უმაღლესმა რადამ დოკუმენტი 3 მარტს დაარეგისტრირა. კანონპროექტი ინიცირებული იყო ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენლების მიერ, გარდა – ოპოზიციური პლატფორმა “სიცოცხლისა”.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთისა და მისი მაცხოვრებლების საკუთრების უფლების ობიექტების იძულებითი ჩამორთმევა განხორციელდება საზოგადოებრივი აუცილებლობის საფუძველზე და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

ქონების კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები