მიხეილ სარჯველაძე: უკრაინაში ილახება ყველაზე ფუნდამენტური უფლებები – სიცოცხლე, თავისუფლება – მთელი მსოფლიო უნდა გამოფხიზლდეს და 21-ე საუკუნეში ასეთ მოვლენებს წინ აღუდგეს

“უკრაინაში ილახება ყველაზე ფუნდამენტური უფლებები – სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება უზარმაზარი საფრთხისა და ზიანის წინაშე დგას. ეს არის ის კატასტროფა, რომელიც მოაქვს ომს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო უნდა გამოფხიზლდეს.

„არსებობს ცნობილი გამონათქვამი – ომის დროს კანონები სდუმან, სამწუხაროდ, ასეთ რამესთან გვაქვს საქმე – მთელი მსოფლიო უნდა გამოფხიზლდეს და 21-ე საუკუნეში ასეთ მოვლენებს წინ აღუდგეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები