“ნაცისტებმა შეგნებულად დაბომბეს მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფო თვითმფრინავებიდან”, – ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო თავის ტელეგრამ არხზე წერს და დაბომბილი საავადმყოფოს კადრებს ავრცელებს.
გერაშენკოს ინფორმაციით, ზარალი დიდია და თითქმის მთლიანადაა განადგურებული დაწესებულება.
ამ დროისთვის, უცნობია პაციენტი ბავშვების შესახებ ინფორმაცია.
ამ წუთებში, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.