შანაი ბრუკის მკვლელობაში მსჯავრდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში მსჯავრდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოკლულის ძმა, ტაისონ ედვარდსი, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეგახსენებთ, შანაი ბრუკის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. შსს-მ 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 8 სექტემბერს დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები