ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები რუსთავში მოქალაქის კუთვნილი სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.