რამდენი ადამიანია რეგისტრირებული მონაცემთა ერთიან ბაზაში – სტატისტიკა
მონაცემთა ერთიან ბაზაში 4 665 096 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 48% მამაკაცი, ხოლო 52% ქალბატონია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით, მონაცემთა ერთიან ბაზაში 4 665 096 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 48% მამაკაცი, ხოლო 52% ქალბატონია. რეგისტრირებული მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი დედაქალაქში ცხოვრობს. თბილისში სულ რეგისტრირებულია ქვეყნის მთელი მოსახლეობის 26% – 1 223 319 პირი. აქედან 45% მამაკაცია, ხოლო 55% ქალბატონი.