ირაკლი ალასანია: დღეს გადაწყდება, თუ რა ევალება თავდაცვის სამინისტროს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე გადაწყდება, კონკრეტულად რა ევალება ყველა უწყებას და ასევე თავდაცვის სამინისტროს, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. კომისიის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დღეს გადაწყდება, თუ რა ევალება თავდაცვის სამინისტროს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისთვის.
“ჩვენ ჩვენი სფერო გვაქვს. ვიცით, რომ საქართველო უკვე პრაქტიკულად ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი გახდა. ჩვენ ვართ ჩართულები ევროკავშირის მიერ წარმატებულ ოპერაციაში ცენტრალურ აფრიკაში. აქედან გამომდინარე, ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია, გეგმის მიხედვით შესრულდება და, ბუნებრივია, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავხდებით ინტეგრირებული ევროპის და არა მხოლოდ ნატოს სამხედრო ინსტიტუტებში”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 49-ე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები