ვახტანგ გომელაური: ესებუას ვეძებთ და როდესაც დავიჭერთ, აუცილებლად მოგახსენებთ
“ესებუას ვეძებთ”, – ასე უპასუხა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რა ეტაპზეა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძებნის პროცესი.
მინისტრის თქმით, როცა ბადრი ესებუას დაიჭერენ, ამის შესახებ ცნობილი გახდება.
„ესებუას ვეძებთ და როდესაც დავიჭერთ, აუცილებლად მოგახსენებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ,,საქართველოს ბანკზე,, თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება და ის კვლავ იძებნება.