გომელაური: როდესაც ჟღერდება ინფორმაცია, რომ მინისტრი აღარ ვიქნები, ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს უხარია, მაგრამ ისევ აქ ვარ
როდესაც ჟღერდება ინფორმაცია, რომ მე მინისტრი აღარ ვიქნები, ეს ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს უხარია და ელოდებიან, მაგრამ, ჯერჯერობით, ისევ აქ ვარ, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ვარ გუნდის წევრი, რასაც გადაწყვეტს პრემიერი – სად ვარ საჭირო, სად წავიდე, ხვალ შეიძლება – მოადგილე ვიყო ან თუნდაც სახლში წავიდე, მე მზად ვარ ყველაფერი ეს მივიღო ნორმალურად. თუმცა, დღეს არანაირი ცვლილება არ იგეგმება.
როდესაც ჟღერდება ინფორმაცია, რომ მე მინისტრი აღარ ვიქნები, ეს ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს უხარია და ელოდებიან, მაგრამ, ჯერჯერობით, ისევ აქ ვარ”, – თქვა გომელაურმა.