ვახტანგ გომელაური: ყველაფერი გააკეთა საქართველომ, ამ მდგომარეობაში ამაზე მეტი რა გაგვეკეთებინა

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ საქართველოს ქმედება უკრაინასთან მიმართებით ამორალურია, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, რაც ახლაა, ჩვენმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმი გააკეთა და აკეთებს.

“ქვეყანაში ომია და არ მინდა, ამ ვითარებაში კრიტიკული ვიყო, თუმცა, ზელენსკის მიმართვა სამწუხაროა, რომ ამორალურია ჩვენი ქვეყნის ქმედება მათთან მიმართებით. ყველაფერი გააკეთა საქართველომ ამ მდგომარეობაში. ამაზე მეტი რა გაგვეკეთებინა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები