მარიამ ლაშხი: ევროკავშირის წევრობა არ გულისხმობს რაღაც უბრალო ჩანაწერს დოკუმენტში, ეს დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან

“ევროკავშირის წევრობა არ გულისხმობს რაღაც უბრალო ჩანაწერს დოკუმენტში. ეს დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან და ვალდებულებების შესრულებასთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმების კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.

„ევროკავშირის წევრობა არ გულისხმობს რაღაც უბრალო ჩანაწერს დოკუმენტში. ეს დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან და ვალდებულებების შესრულებასთან, რაც ჩვენს ქვეყანას რეფორმების კუთხით კიდევ აქვს დაგეგმილი. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, რომლითაც 2024 წელს განაცხადის შეტანას ეხებოდა, ეს პირველ რიგში გულისხმობდა, რომ “ქართული ოცნება” იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ყველა ინიცირებული რეფორმა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპულ ოჯახთან დაახლოების გზაზე. 2024 წელზე გარკვეული გეგმები გვქონდა: იგივე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სჭირდება შესრულება და ამისათვის საჭირო იყო გარკვეული დრო. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან კარგი მომენტი გაჩნდა იმისთვის, რომ გამოგვეყენებინა ეს პერიოდი. კარგია, რომ უკვე გადაიდგა ნაბიჯი და მიიღო ევროკავშირმა ეს განაცხადი. ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იგრძნოს როგორც სოციალურად, ისე ეკონომიკური მდგომარეობით, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი. სასამართლო რეფორმის მიმართულებით უკვე დაწყებულია – ჩვენ არ ველოდებით რაიმე ახლის ინიცირებას. უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, თუმცა ის, რაც დროში იყო გაწელილი, უნდა დაჩქარდეს, რათა სრულად დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები“, – ამბობს ლაშხი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები