ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2 600-მა ბენეფიციარმა ისარგებლა

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით, იანვარ-თებერვლის თვეებში 2 600-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 205 540 ლარი შეადგინა.

სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 754 ბენეფიციარმა, 75 772 ლარის ოდენობით, ხოლო მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებით ისარგებლა 246 ბენეფიციარმა, დაფინანსების სახით გაიცა 127 812 ლარი.

მათ შორის, „გეგმიური და სასწრაფო ოპერაციები” დაუფინანსდა 128 მოქალაქეს, 73937 ლარის ოდენობით, ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტით ისარგებლა 76 ბენეფიციარმა, 44 496 ლარის ოდენობით და სამედიცინო კვლევები დაუფინანსდა 24 მოქალაქეს, 5680 ლარის ოდენობით.

ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ ჩაერიცხა 55 ოჯახს, ფულადი დახმარების სახით გაიცა 13 800 ლარი; ა(ა)იპ-სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსებით ისარგებლა 210 მოსწავლემ, 6564 ლარის ოდენობით; შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო 11 ბენეფიციარმა, 900 ლარის ოდენობით; უხუცესთა სოციალური დახმარება მიიღო 2 მოქალაქემ, 1000 ლარის ოდენობით; შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 271 ბენეფიციარმა, 18 725 ლარის ოდენობით; ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის” უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 186 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 30 748 ლარი; ობოლ ბავშვთა და მარჩენალდაკარგულთა სოციალური დახმარებით ისარგებლა 10 ბენეფიციარმა, დახმარების სახით გაიცა 2400 ლარი;

გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებით ისარგებლა 1 600 პირმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 956 ლარი გაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 26 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 529 565 ლარია გათვალისწინებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები