მიხეილ სარჯველაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფროსს, ლელა ჯანაშვილს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შემდგომი თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრეს.
„ახალშექმნილი სამსახურის ახალ ხელმძღვანელს გავაცანით ჩვენი კომიტეტის ინტერესები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. ასევე, სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც ახალ მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტს მოიაზრებს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. შევთანხმდით შემდგომი თანამშრომლობის ფორმებზე”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.