წინასწარი ინფორმაციით, 10 დღის განმავლობაში რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 38 ბავშვი დაიღუპა, მათ შორის 18 თვის ჩვილი, ხოლო 71 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ობუდსმენი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
„დღეის მდგომარეობით, რუსული ჯარის უკრაინაში შემოჭრის დღიდან დაიღუპა 38 ბავშვი, ხოლო 71 დაიჭრა. ეს მონაცემები მიახლოებითია, ვინაიდან, ჯერ არ არის ცნობილი რამდენი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მარიუპოლსა და ირპენში“,- აღნიშნა დენისოვამ.