მიხეილ სარჯველაძემ სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

„კომიტეტისთვის კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება სოციალური მუშაობის კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, ეს შეხვედრაც ეძღვნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შეფასებას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, პირველი იანვრის შემდეგ, სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების წესი შეიცვალა და ახალი წესი ამოქმედდა.

„შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, თუ რამდენად არსებობს მზადყოფნა სახელმწიფოში, რომ რეალურად არსებულ გამოწვევებს უპასუხოს ქმედითად სისტემამ. არის გარკვეული მიმართულებები, სადაც შემდგომი მუშაობის საჭიროება გამოიკვეთა და ამ მიმართულებით დაიგეგმა კიდეც შემდგომი თანამშრომლობის გზები და მიმართულებები”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები