სოზარ სუბარი: პრეზიდენტის წლიური მოხსენების მოსმენა ჩვეულებრივ სასესიო კვირაშიც შესაძლებელია

“ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის წლიური მოხსენების მოსმენა ჩვეულებრივ სასესიო კვირაშიც შესაძლებელია. მისივე თქმით, პრეზიდენტს ევროპაში მნიშვნელოვანი ვიზიტები ჰქონდა და ამ ვიზიტების თაობაზე მასთან შესახვედრად მზად არიან.

“პრეზიდენტს ევროპაში მნიშვნელოვანი ვიზიტები ჰქონდა და ამ ვიზიტების თაობაზე მასთან შესახვედრად მზად ვართ. წლიური მოხსენების მოსმენა შესაძლებელია ჩვეულებრივ სასესიო კვირაშიც. დღეს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან მძიმე ვითარებაა. ასეთ დროს ყველა ერთად, მთავრობასთან ერთად უნდა ვიდგეთ და იმ ბეწვის ხიდზე გავიაროთ, რასაც საფრთხეების თავიდან აცილება ჰქვია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, დღეს ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, წლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა. “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტს ალტერნატიულ თარიღად 15 მარტი შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები